FBI-ს ჩართვის გარეშე საქმეს ვერ გახსნიან - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი
სამართალი - 13:46, 15 Mar, 2016     5281
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი ირწმუნება, რომ ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება მამამისს ახალგაზრდა „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მამას ცალკე ოჯახი აქვს და მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა.

კითხვაზე, მუშაობდა თუ არა ჯამალაშვილი კუდ-ში რესპონდეტტის იმფორმაციით დაკავებულს სამართალდამხავ სტრუქტურებში არასდროს უმუშავია.

ჰაკერი „ნიუპოსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქმის გამოძიება FBI-ს ჩართვის გარეშე შეუძლებელია.

„დაველოდოთ გამოძიებას, მე არ ვიცი რა ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ პირადად ჩემი შეფასებით საქმის გახსნა FBI-ს გარეშე შეუძლებელია. FBI-ს ჩართვაა საჭირო, რადგან YOUTUBE არის ამერიკაში და GOOGLE-ს მფლობელობაშია“ - აცხადებს ჯამალაშვილი.

„ნიუპოსტი“ ასევე დაინტერესდა რომელი ქვეყნიდან შეიძლებოდა ამ პირების ატვირთვა, რაზეც ჰაკერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის YOUTUBE - ზე ვიდეოს ატვირთვა.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი საქართველოდან არის ატვირთული თუ არა ეს ვიდეობი. ამის გაკეთება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი“- განმარტა დაკავებულის შვილმა.

ის მამასთან ურთიერთობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ არ იცის ჰქონდა თუ არა ზურაბ ჯამალაშვილს მეხსიერების ბარათზე პირადი ხასიათის ვიდეოები შენახული.

„მას ცალკე ოჯახი ჰყავს, მე დედასთან ერთად ვცხოვრობ, ახლო ურტიერთობა არ მქონია. ჩემი ინფორმაციით ზურაბ ჯამალაშვილს კუდ-ში არასდროს უმუშავია. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ფარულ ჩანაწერების საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს“- უთხრა „ნიუპოსტს“ ვასილ ჯამალაშვილმა.

მისი თქმით, არ აქვს ინფრმაცია რითი იყო მამამისი დაკავებული ან ვინ არის პროფესიით.

ამასთან ჯამალაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ის დაკითხვაზე არ დაუბარებიათ კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მაქვს არ საქმესთან კავშირი. გიდასტურებთ, რომ წლების წინ ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული, ახლა არავინ დამკავშირებია რადგან შეხება არ მაქვს ამ საქმესთან"- აღნიშნა მან.

ვასილ ჯამალაშვილსაც საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. 18 წლის ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა მალევე - 3 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამ პერიოდში ეს უკანასკნელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ის არის პირველი ქართველი ჰაკერი ინტერნეტ სივრცეში რომელმაც შეძლო ვირუსული პროგრამის შექმნა რისი საშუალებითაც შეაღწია პერსონალურ კომპიუტერში.

გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილი უსმენდა და იწერდა პოლიტიკოსების საუბრების. რომელიც წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდდა კიდეც.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42