„რაც გავიგე ეს ინფორმაცია, სიცოდვილის გრძნობა გამიჩნდა მოსამართლის მიმართ, მინდა ყველა მოსამართლეს მივმართო, რომ ნუ გახდებით მონები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაშალონ იმედსა და მაესტროს შორის თანამშრომლობა. არავის ვურჩევ მამუკა ღლონტის ფეხზე დაყენებას, იმიტომ რომ ყველამ ნახა რა მოხდა წინა მთავრობის შემთხვევაში, როცა ღლონტი ფეხზე და ყირაზე დადგა“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ
გამოცხადდება თუ არა შპს „სტუდია მაესტრო“ გადახდის უუნაროდ ეს დღეს გახდება ცნობილი.
შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორ ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება “მაესტროს” გამოყენების უფლება აეკრძალა,
“სასამართლომ პირველ ჯერზე არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, თუმცა მას მეორედ განსხვავებული არგუმენტაციით მივმართეთ და უკვე ამ შემთხვევაში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ჩვენი სარჩელი და ბაჩო კიკაბიძეს ან სხვა ნებისმიერ პირს აეკრძალა სიტყვა “მაესტროს” გამოყენება და “მაესტროს” შემცველი ნებისმიერი ბრენდით საქმიანობა იქამდე, ვიდრე შპს “სტუდია მაესტროს” გაკოტრების წინააღმდეგ ჩვენს მიერ ოქტომბერში დაწყებული პროცესი არ დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
როგორც ცნობილია, ბაჩო კიკაბიძე “მაესტროს” სახელწოდებით ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






