რა უთხრა პეტრიაშვილზე თავადსხმაში ბრალდებულის დედამ "ნიუპოსტს"?
სამართალი - 17:52, 08 Mar, 2016     18823
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის დედა თამარ მანჯგალაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ თავადასხმის დეტალები მისთვის უცნობია.

"არც მოტივი ვიცი და არც არაფერი. ნუ მირეკავთ და ნუ უკეთებთ თქვენეულ ინტერპრეტაციას ჟურნალისტები ჩემ კომენტარებს. არ მინდა ამაზე საუბარი. არც ჩემ შვილთან მილაპარაკია, არაფერი არ ვიცი"- აღნიშნა მანჯგალაძემ.

კითხვაზე ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ ალექსი პეტრიაშვილს მისი შვილისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული ქალბატონმა პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.

ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმალვის ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროებით ახსნა.

პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს მექვაბიშვილის ბიძა ლევან გუნია და მისი მეგობარი გელა კალანდია, რომელთანაც მექვაბიშვილი იმალებოდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მექვაბიშვილი 2-ჯერ არის ნასამართლევი, ბოლოს ის 2011 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციამ ოგანიზებული დანაშაულებივი ჯგუფის წევრებთან ერთად სავალუტო-ჯიხურებისა და ლომბარდების ძარცვისთვის დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42