ორგანოების გადანერგვა ახლო ნათესავის გარდა მეგობარს და ახლობელსაც შეეძლება- საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება
სამართალი - 16:33, 07 Mar, 2016     2308

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუას კონსტიტუციური სარჩელი (სარჩელის რეგისტაციის N682) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

სადავო ნორმის, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცოცხალი დონაცია დაიშვება მხოლოდ გენეტიკურ ნათესავებს შორის, მეუღლის ან მეუღლის ნათესავებისგან. კანონი კრძალავს ნებისმიერი სხვა პირისგან ორგანოს გადანერგვას იმ შემთხვევაშიც, თუ სამედიცინო ან სხვა მიზეზით კანონით გათვალისწინებული პირთა წრიდან დონორი არ მოიძიება. საქართველოს პარლამენტის განმარტებით, ამგვარი შეზღუდვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხის თავიდან აცილება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, თუმცა კანონით განსაზღვრული პირთა წრიდან დონორი არ მოიძებნა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც უკრძალავს მასთან დაკავშრებულ სხვა პირს (მეგობარს, ახლობელს, იმ ნათესავს, რომელიც არ ხვდება სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა წრეში, მასთან ემოციურად დაკავშირებული პირს) გახდეს დონორი, ართმევს მას ღვიძლის გადანერგვის შესაძლებლობას და ამდენად ზღუდავს მისი სიცოცხლის უფლებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს (სიცოცხლის უფლება) და ასევე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის მოქმედება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება, გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.

სასამართლომ, წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა და საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მოსარჩელის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ექმნება. შესაბამისად, დაადგინა, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

ამავე დროს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხე მხარის არგუმენტი ცოცხალ დონორობაზე უფლების მქონე პირთა წრის გაფართოვების შემთხვევაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხეების წარმოშობის შესახებ და მიუთითა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ იწვევს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზებას. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და, ამავე დროს, კანონმდებლობა ითვალისწინებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პრევენციის სხვა მექანიზმებსაც. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არ არსებობს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სტიმულირების იმ ხარისხის საფრთხე, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმას და ამით მოსარჩელის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42