დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი გასკდა. წყალმა მიწიდან მაღალი წნევით ამოხეთქა, რის შედეგადაც ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დაიტბორა. წყლის მაღალი წნევის გამო ჰაერში გაიფანტა გრუნტის ქვებიც, რამაც 10-მდე ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით
„10-12 მეტრის სიმაღლეზე იყო წყლის ჭავლი. ამ მომენტისათვის წყალი დაკეტილია, აღნიშნულ მილში წყალი არ გაედინება, მაგრამ შემთხვევამ გამოიწვია 4კორპუსის სარდაფების დატბორვა. წყლის მილის დაზიანებამ ასევე გამოიწვია გრუნტის მოძრაობა, რომელმაც დააზიანა 8-დან 10 მანქანამდე.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად საავარიო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს შენობებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები






