სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო
სამართალი - 19:58, 02 Mar, 2016     2039
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილადაა ცნობილი მშენებლობის ნებართვა და სპეციალური ზონალური შეთანხმება. ამის შესახებ სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ზურაბ ბაქრაძის,თეიმურაზ კალანდაძისა და ასოციაცია - „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი, მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და საქმეში მესამე პირებად ჩართული შპს „გრაალისა“ და შპს „ტიფლის კოსტავას“ მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემისა და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესახებ და ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ის განკარგულებები, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო განმარტავს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილებით, მან ეს უფლებამოსილება უნდა განხორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მოხდა გადაწყვეტილების დასაბუთება, არ გამოკვლეულა მშენებლობის შესაძლო ნეგატიური ფაქტორები იქ არსებულ რეკრეაციულ გარემოზე და არ შეფასებულა საჯარო ინტერესი. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. "- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42