შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი ადიგენში სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან.
"ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს"- ნათქვამის განცხადებაში.
სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ფიზიკურად დაუპირსიპირდა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.
დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ სასაფლაოს ადგილის მოთხოვნა გახდა.
ვითარების ესკალაცია რელიგიის სააგენტოს 25 თებერვლის რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, მიხედვითაც ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოყოს.
მასალის გამოყენების პირობები






