შემთხვევა სუფსის თემის სოფელ ხიდმაღალაში წუხელ მოხდა. ფეხით მოსიარულე მოზარდს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც "გურიის მოამბე" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მსუბუქ ავტომანქანას, რომელმაც 17 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელი მართავდა.
17 წლის გ. გუმბარიძე, სუფსაში ბიძასთან ცხოვრობდა, გარდაცვლილის დედა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. გ. გუმბარიძემ სუფსის საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.
როგორც მომხდართან დაკავშირებით, "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რაც შეეხება შემთხვევაში პოლიციელთა მონაწილეობას, შსს ამბობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






