შსს-მ პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
სამართალი - 19:23, 24 Feb, 2016     2317
"ნიუპოსტს" აფენში მომხდარი დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება მიაწოდა, სადაც საუბარია, რომ სამი პირი პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული შენგელი ტ., 1970 წელს დაბადებული მურმან გ. და 1986 წელს დაბადებული ომარ ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციაში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ხე-ტყე უკანონოდ იჭრებოდა. მითითებულ ადგილზე მისვლამდე, პოლიციელებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფოდაანში, ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვოდ მოძრავი „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი შენიშნეს.

სამართალდამცველებმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა, შენგელი ტ-მ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შენგელი ტ-ს დაკავების მომენტში, ინციდენტში ჩაერთვნენ იმავე ტერიტორიაზე მყოფი მურმან გ., და ომარ ბ. თანმხლებ პირებთან ერთად. მათ შენგელი ტ-სთან ერთად, პოლიციის სამ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

სამართალდამცველებმა შენგელი ტ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მურმან გ-მ და ომარ ბ-მ მიმალვა შეძლეს. ისინი პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს სამივე ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

პოლიციელებს, რომელთაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით)"- ამბობენ შს სამინისტროში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42