მხარეებმა პირველ საქმეზე დასკვნითი სიტყვები უკვე დაასრულეს და კოლეგია ახალი საქმის განხილვას შეუდგა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის ამორალური გარიგებების მუხლს ეხება.
ამ დროისთვის საამართლომ მხარეთა პოზიციები უკვე მოსიმინა.
“ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ფასის სხვაობის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება გარიგება გააბათილოს. ეს პრობლემატურია არა მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში, ანუ მოსარჩელე კომპანიების მიმართ, არამედ ნებისმიერ სამოქალაქო ურთიერთობაში. თუკი ჩვენ ვიძენთ რაღაცას, რაც ღირს, რაც ვიყიდეთ იმაზე იაფი, ვიდრე შეიძლება სხვა დროს შეგვეძინა, ან სხვას შეეძინა, ესეთი გარიგებები უნდა გახდეს ბათილი, რაც ცხადია პრობლემატურია არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების დაცვისთვის და გატარებისთვის, არამედ სხვა კერძო სამართლის სუბიექტებსითვის“, - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ზნეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი გარიგებების ბათილად ცნობის მომხრეა საქართველოს პარლამენტის იურისტი თამარ მესხია:
"პარლამენტს მიაჩნია, რომ ზნეობრივი ნორმები და ზნეობის ხსენება სამართალში არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ექსკლუზივი, ასე ვთქვათ, და ზნეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი გარიგებები უნდა იყოს ბათილი და ეს კონსტიტუციას არავითარ შემთვევაში არ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა თამარ მესხიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერის თქმით, ორ მონაწილეს შორის დადებული თავისუფალი გარიგება არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას.
"მოსარჩელეთა არგუმენტაციით სამოქალაქო ურთიერთობების ორ მონაწილეს შორის დადებული თავისუფალი გარიგება არ უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, ამ შემთხვევაში ერთ მხარეს შორის დადებული გარიგება, სადაც საბაზრო ფასი შეიძლება იყოს იმაზე დაბალი, ვიდრე ეს დადგენილია, არ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნოს სამოქალაქო ურთიერთობების დროს დადებული გარიგება“, - განაცხადა გიორგი ლომთაძემ.
მოსამართლეების მოწვეული ექსპერტის დავით კერესელიძის განცხადებით ნორმა არის ბინდოვანი და არ არის ცხადად გაწერული:
„დღეს განსახილველი ნორმა , სწორედ უზოგადესი ნორმაა , რომელიც ადგენს ბათილობას, ანუ ყველაზე უფრო მძიმე შედეგს მხარეთა ნების ავტონომიისთვის და უპირობოდ ართმევს მათ უფლებას დადგეს ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც მათ სურთ. თუმცა მეორეს მხრივ ბათილობის ძირითადი განმაპირობებელი არის ის რომ მხარეებს არ სურთ ამ ნების გამოვლენა და ამით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც ბათილობას სამართლებრივ შედეგად განსაზღვრავს.“- განაცხადა დავით კერესელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






