კობიაშვილი: იმედია მომავალში ფედერაცია ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს
სპორტი - 00:05, 01 Apr, 2013     1358


ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში წერს.

 


,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ ლევან კობიაშვილის წერილს:


მოგესალმებით,


ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან. საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე როგორც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი მაქსიმუმს.
ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეროვნული გუნდის მაისურის ტარება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში.


სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივარის ოცნება - გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა.


ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ თუ რას ნიშნავს სპორტსმენისათვის ღირსეულად დამშვიდობება. ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები.


იმედი მაქვს მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს. მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში.


პატივისცემით, თქვენი ლევან კობიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42