თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს
სამართალი - 12:54, 23 Feb, 2016     1697

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობოებთან და მედიასთან შეხვედრა გამართა. ახვლედიანის განცხადებით მისი თანამდებობიდან გადაყენება, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, ახვლედიანის თქმით მისი გადაწყვეტილებების ანალოგიური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებსაც, თუმცა იუსტიციის საბჭომ დარღვევად მისი გადაწყვეტილება ჩათვალა, ამასთანავე მისი თქმით თანამდებობიდან გადაყენებაც კანონდარღვევით მოხდა, რადგან პოსტი მაშინ დაატოვებინეს როდესაც ის იყო ბიულეტინზე. ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

„დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავდა იმ სიმართლეს რაც სასამართლო სისტემაში ხდება და ის რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, შეიძლებოდა ძალიან ბევრი მომხრე ყოფილიყო ამ საკითხებზე. ეს არის ჩემი განცხადებების გამო მომხდარი ფაქტი, ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის „დარღვევები“ და გადაწყვეტილებები რაც მე გამოვიტანე მიღებული აქვს უზენაეს სასამართლოსაც და სააპელაციოსაც. კატეგორიები მე არ გამიუქმებია. მასში მყოფ მოსამართლეებს დავავალე განეხილათ სხვა კატეგორიის საქმეებიც“- განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანი ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს მიერ ჩატარებულ მოკვლევასაც. თბილისის საქალაქო სასამრთლოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა პროკურატურა ამ თემასთან დაკავშირებით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს და პარლამენტში ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ გამორიცხავს.

„როგორ ჩაატარეს მოკვლევა, რა ფორმებით ჩაატარეს და რა უფლება ქონდათ. ტერმინი - მოკვლევა, მგონი, შევარდნაძის ბოლო წლებშიც აღარ იყო ეს სიტყვა. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, თვითონვე ახდენს თავის კომისიაში, კომისიის გარეშე ე.წ. მოკვლევას და შემდგომ კაცმა არ იცის რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვია ეს საკითხები, როდესაც ამ საკითხში ჩართულია სასამართლო სისტემის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოკითხა ეს ხალხი, თუ როგორ გაიგო, რომ არავინ არის ჩართული ამ საკითხებში? მე ვერცერთ ადამიანს ხელს ვერ დავადებ მაგრამ შეიძლება ერთი კი არა ბევრი ადამიანი იყოს ამაში ჩართული. მე ძალიან მაინტერესებს რატომ იყო დუმილი ამ საკითხებზე სამი თვის განმავლობაში“ - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს იუსტიციის საბჭომ უფლებამოსილება 22 თებერვალს შეუწყვიტა. მიზეზად დასახელდა ის, რომ მამუკა ახვლედიანმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და სპეციალიზაციებთან დაკავშირებით შეიჭრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში.

ახვლედიანს ასევე შეუწყდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეობა. მამუკა ახვლედიანის გადაყენებას 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობებს გიორგი ებანოიძე შეასრულებს. სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობებს კი - ეკა არეშიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42