უგულავასთვის გირაოს გაუქმების თაობაზე პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი
სამართალი - 10:53, 23 Feb, 2016     1443
დღეს სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით გიგი უგულავას საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატები ამ საქმეზე შეფარდებული გირაოს გაუქმებას ითხოვენ. 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად უგულავას უძრავი ქონება- საცხოვრებელი ბინაა ჩადებული. უგულავას უფლებადამცველები აპროტესტებენ პროკურატურის მოთხოვნას, რომ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს. ამ მოთხოვნას ადვოკატები კანონდარღვევად მიიჩნევენ.

"გირაო შეადგენდა 50 ათას ლარს, ამ გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა ბინა, დღეს დღეობით გიგი უგულავა მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გირაოს შეფარდების პირობა სახეზე არ დგას. პროკურატურაც დაგვეთანხმა, რომ გირაო უნდა იქნეს გაუქმებული, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული ბინა მიეცეს სახელმწიფო საკუთრებაში, რაც არის აბსოლუტური კანონდარღვევა“- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42