ექსკლუზივი: ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები - ,,გერს გაუმართლა... სკოლაში იყო"
შემთხვევა - 18:46, 22 Feb, 2016     29827
„ნიუპოსტისთვის“ ზემო ფონიჭალაში ე.წ. არაშენდას მესამე კორპუსში მომხდარი საზარელი მკვლელობის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც "ნიუპოსტს" მოკლული დედა-შვილის მეზობლებმა განუცხადეს, შემთხვევა დღეს დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა. ყელგამოჭრილი ქალის - 35 წლის ნონა რომანაძის ცხედარი საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს, მისი 3 წლის მცირეწლოვანიშვილის ცხედარი კი მთლიანად დამწვარი იყო.

„მეზობლებმა შენიშნეს კვამლი, რომელიც მოკლულების სახლიდან გამოდიოდა. სანამ სასწრაფოსა და სახანძროს გამოიძახებდნენ, მეზობლებმა კარი შეანგრიეს და გარდაცვლილი ქალი აღმოაჩინეს. შიგნით ისეთი დაკვამლიანება იყო, არავის შეუმჩნევია, რომ ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ყველას ეგონა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა ნანახმა შოკში ჩაგვაგდო. ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მის მცირეწლოვან შვილს კი, კვალის დაფარვის მიზნით ბოროტმოქმედებმა ცეცხლი წაუკიდეს“ - ჰყვება მეზობელი.

მისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაესხა თავს მამფორიების ოჯახს. მეზობლების თქმით, წაღებულია ფული და ოქრო.

რესპოდენტის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი სახლში ქმარ-შვილთან და გერთან ერთად ცხოვრობდა.

„გერს გაუმართლა - ბავშვი სკოლაში იყო. ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა, შეძრულია მომხდარის გამო“ - ამბობს მეზობელი.

მეზობლები ეჭვობენ, რომ შემთხვევა ძარცვას უკავშირდება.

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი ექსპერტიზაზე პროზექტურაშია გადაგზავნილი. როგორც ,,ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, საქმე 109 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42