ამ ფაქტთან დაკავშირებით ხმაური იყო გუშინაც, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა.
ოჯახი აცხადებდა, რომ ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა. გატაცებული არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ ის უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს - ,,ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყოლია, მასწავლებელთან ემზადებოდა და უცნობმა პრებმა გაიტაცეს, მათ 30 წლამდე ასაკის მამაკაცები ახლდათ“ .
მომხდარის დეტალებს იხსენებდა გოგონას პედაგოგი.
,,როცა მოვრჩით მეცადინეობას ბავშვი გავუშვით და მაშინვე ვერცხლისფერი ოპელი 4-კარიანი იდგა იქ, მეზობლების გადმოცემით გეუბნებით, გადმოხტნენ ბიჭები, გოგონა წინააღმდეგობას უწევდა, კიოდა და შეტენეს მანქანაში და წაიყვანეს“
სამირა ბაირამოვა ოჯახს 4 დღეა არ დაკავშირებია. სამართალდამცავი უწყების ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანანოდ აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






