მაგდა პაპიძის საქმის მასალების გამოქვეყნებას საია ნეგატიურად აფასებს
სამართალი - 22:04, 19 Feb, 2016     4995
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციას ეხმაურება:

”გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციას მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ანგარიშის შინაარსი, ტერმინოლოგია და ხასიათი, ისევე როგორც მასში მოყვანილი კონკრეტული მტკიცებულებების დეტალურად გამოქვეყნება, არსებითად ზღუდავს და აზარალებს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას; აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს სისხლის სამართლის საქმის შემდგომ მიმდინარეობაზეც.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის განცხადებით, მასალების გასაჯაროვება მოხდა “მაღალი ინტერესიდან გამომდინარე”. თუმცა ხაზგასასმელია, რომ მაგდა პაპიძის საქმეში მაღალი საჯარო ინტერესი უპირველესად მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით არსებობს. თუმცა, აღნიშნულზე გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არაფერია ნათქვამი. მაშინ როცა, პროკურატურის მიერ გასაჯაროვდა პაპიძის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების დეტალური შინაარსი, მეტიც, პროკურატურის მიერ გაკეთდა იმპერატიული ხასიათის განცხადებები მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს, მაგალითად მტკიცებით ფორმაში მოყვანილი ისეთი ფრაზები როგორიცაა: „მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვირვი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი, რის შედეგადაც შეეცადადანაშაულის კვალის წაშლას.“

მაშინ როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და საქმის წინასასამართლო განხილვა არ დაწყებულა, ამგვარი ინფორმაციის და დასკვნების გასაჯაროვება მთლიანად აზრს აცლის ბრალდებულის ისეთ უმნიშვნელოვანეს უფლებებს, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმპცია, უფლება, საქმე განხილულ იქნეს დახურულ სხდომაზე და/ან ბრალდებულის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე გამოძიების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და საზოგადოების პერიოდული ინფორმირება საგამოძიებო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. თუმცა, მნიშვნელოვანია, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის პარალელურად დაცული იყოს შესაბამისი პირების კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ორ ინტერესს შორის ბალანსის დასაცავად, არსებითი მნიშვნელობა აქვს გაკეთებული განცხადების ფორმას, ხასიათს და გამოყენებულ ტერმინოლოგიას, ასევე იმას, თუ რამდენად პროპორციულია გავრცელებული ინფორმაციის დეტალურობა საქმეზე არსებულ საჯარო ინტერესთან მიმართებით. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ბალანსი დაცული არ ყოფილა.

ამასთან, იმპერატიული ტერმინოლოგიის გამოყენება და საზოგადოებრივი აზრის ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ ფორმირება, პრობლემურია არამხოლოდ კონსტიტუციური უფლებების რეალიზების კუთხით. გაჟღერებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, არსებითი საფრთხე შეუქმნას როგორც თავად ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა ბრალდებულის განცხადებით, ის ერთხელ უკვე გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.

საია მოუწოდებს პროკურატურას, პირის დამნაშავეობა ამტკიცოს მხოლოდ სასამართლო დარბაზში, შეჯიბრობითი პროცესის პრინციპების დაცვით და არ დაუშვას ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42