საპოლიციო რეიდი- რა უფლებები აქვთ პოლიციელს და მოქალაქეს
საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით პირთა მასობრივ შეჩერებასა და შემოწმებასთან.
რამდენად ემსახურება მსგავსი საპოლიციო ღინისძიებები დანაშაულის პრევენციასა და ჩვენი უსაფრთხოების (თავისუფლად სუნთქვის) უზრუნველყოფას, ეს ცალკე განსჯის საგანია. მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება შეწუხდა და შეურაცხყოფილია – სოციალურ ქსელებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, პირადი საუბრებიდან ცნობილი ხდება მრავალი ფაქტი, პოლიციის საგუშაგოებზე პირთა უსაფუძვლო შეყოვნებისა და შემოწმების შესახებ.
რეფორმატორთა კლუბი საჭიროდ მივიჩნევთ საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მსგავსი საპოლიციო ღონისძიებები სრულიად უკანონოა და წარმოადგენს არაკომპეტენტური გადაწყვეტილების შედეგს, კერძოდ:
ცივილიზებული სახელმწიფოების და მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა იცნობს დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა დაკავების მიზნით პოლიციის მიერ მოქალაქეთა შეჩერებისა და შემოწმების ღონისძიებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. პოლიციის შესახებ კანონი (22–ე მუხლი) პოლიციას უფლებას ანიჭებს შეაჩეროს და შეამოწმოს პირი და მისი კუთვნილი ავტომანქანა, თუ – არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის ტარება და გადატანა კანონით შეზღუდულია და საშიშია – მაგალითად იარაღი, ნარკოტიკი – არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ავტომანქანაში იმყოფება დანაშაულის ჩამდენი პირი ან/და გატაცებული ადამიანი ,,საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის“ გულისხმობს პოლიციის ხელთ არსებულ კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩადენილია ან მზადდება დანაშაულის ჩადენა. მაგალითად, დააყაჩაღეს მაღაზია და პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული აღნაგობის დამნაშავეები გადაადგილედებიან შავი ფერის ჯიპით. ამ შემთვევაში, დამნაშავეთა დაკავების მიზნით, პოლიციას ენიჭება უფლება შემოწმების მიზნით შეაჩეროს შავი ფერის ჯიპები და მსგავსი აღნაგობის ადამიანები და არა ყველა მანქანა და ყველა პირი, რომელიც არ შეესაბამება პოლიციელის გემოვნებასა და სიმპათიას, როგორც ეს ამ ბოლო დღეებში ხდება. გარდა ამისა, მოქალაქეებს განვუმარტავთ, რომ პირის შემოწმების დროს დასაშვებია მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხება და არავითარ შემთვევაში პირადი ხელჩანთის ან საფულის გახსნა ან ჯიბეში ხელის ჩაყოფა ან მსგავსი მოთხოვნა, რაც უკვე პირადი ჩრეკაა და მოითხოვს მოსამართლის ნებართვას. ავტომანქანის შემოწმების შემთხვევაშიც ასევე დასაშვებია მხოლოდ მისი ზედაპირული დათვალიერება საბარგულის ჩათვლით. მოქალაქისა და ავტომანქანის შემოწმების შესახებ პოლიციელი ვალდებულია შეადგინოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პოლიციელი და შემოწმებული პირი. პოლიციელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში ოქმში წერილობით დააფიქსიროს მოქალაქის შენიშვნები და განცხადებები შემოწმებასთან დაკავშირებით. თუ მოქალაქეს მიაჩნია, რომ მისი შემოწმება იყო უკანონო, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რისი განმარტების ვალდებულება აკისრია პოლიციელს, რომელმაც შემოწმება ჩაატარა.
ირაკლი კობიძე ,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა