როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, პაპიძის კუთვნილი დღიურისთვის სამართალდამცავებს ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, რაც შეეხება ვიდეო კარებს, სადაც ბრალდებულს სავარაუდოდ ურო მოაქვს პაპიძემ გვითხრა, რომ ეს ფაქტი მისი დის ბრალეულობას არ ამტკიცებს.
"დღიურზე ექსპერტიზაა ჩასატარებელი, მათ არ წაუღიათ... ექსპერტიზა არ გაკეთებულა... რა ფაქტები დადეს რა გამოაცხადეს ხო არ გაგიჟდნენ, ხო არ აფრენენ ისინი. რა ვიდეო კადრებია, სად შედის ხალხო? ეს ვიდეო რამდენიმე დღის უკან არის გადაღებული, ეგ ურო კი არ არის ჩვეულებრივი ჩაქუჩია. რატო აბრალებენ ტყუილს? მე მთხოვა ეგ ჩაქუჩი, იმან (სავარაუდოდ გარდაცვლილმა ომარ ქაფიაშვილმა) რომ გაუტეხა თარო იმას დავაჭედებო. რას ერჩით ამ გოგოს გამაგებინეთ?"- უთხრა "ნიუპოსტს" ბრალდებულის დამ.
რაც შეეხება გამოძიების მიერ ურნიდან ამოღებულ სისხლიან თეთრეულს ლანა პაპიძემ ამ გარემოებაზე თქვა, რომ ისინი პროკურატურას საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის მაგდა პაპიძე, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ შუალედური შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
უწყება ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებით ადასტურებს, რომ ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობა 25 წლის ქალმა ჩაიდინა.
მასალის გამოყენების პირობები






