„მედიასაშუალებებთან მიმართებით საერთო სასამართლო უნდა იყოს ფრთხილი" - პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციოში
სამართალი - 16:03, 18 Feb, 2016     1168
რამდენიმესაათიანი მოსმენისა და შესვენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებმარუსთავი 2-ის საქმის განხილვა განაახლეს. მათ უკვე მოისმინეს მხარეების - რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს, ასევე პარლამენტის პოზიციები. მოსამართლეებმა მათ დამაზუსტებელი კითხვებიც დაუსვეს.

რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები დიდი ხანი ცდილობდნენ მოსამართლეების დარწმუნებას იმაში, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმები არის არაკონსტიტუციური. დიმიტრი საძაგლიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმები არ არის განჭვრეტადი, ანუ მხარეს წინასწარ არ შეუძლია განსაზღვროს რა ნორმას გამოიყენებს მოსამართლე.

მაგალითისთვის საძაგლიშვილმა გაიხსენა ფაქტი, როდესაც რუსთავი 2-ს როგორც კომპანიას უკვე ყადაღა ჰქონდა დადებული, ასევე გატარებული იყო სხვა ღონისძიებები, მოსმართლემ კი დამატებითი ღონისძიება გამოიყენა და დანიშნა კომპანიაში მმართველები.

რადიკალურად განსხვავებული იყო მოპასუხე მხარის პოზიცია. თამარ მესხიას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი, რადგან მისი აზრით სწორედ ისინი აძლევს მოსამართლეს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალებას. მოსამართლეებს პარლამენტის წარმომადგენლისგან აინტერესებდათ რა შემთხვევაში უნდა განიხილოს მოსამართლემ უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხი ზეპირი მოსმენით და უნდა ჰქონდეს თუ არა მნიშვნელობა რა საკითხს განიხილავს ის, ანუ უნდა მიენიჭოს თუ არა გარკვეული პრიორიტეტი მედიის საკითხების განხილვას.

„მედიასაშუალებებთან მიმართებით საერთო სასამართლო უნდა იყოს ფრთხილი, მაგრამ თვითონ პარლამენტი ვერ გამორიცხავს მათ ამ სუბიექტთა სიიდან იმდენად, რამდენადაც როგორც მედიასაშუალებები, ისე სხვები, შეიძლება დადგნენ იმ საჭიროების წინაშე, რასაც ეწოდება დაუყოვნებელი აღსრულება,“-აცხადებს თამარ მესხია.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42