როგორც "ნიუპოსტს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გამოძიებამ გენეტიკური ანალიზის შედეგები გუშინ მიიღო.
იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია. გია სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.
ფირცხალავას და ცააძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დნმ-ს ნიმუშები მიმდინარე წლის 29 იანვარს აუღეს.
როგორც 29 იანვარს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, გამოძიება მუშაობს იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მკვლელობის დამკვეთებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და დნმ-ის ნიმუშების აღება სწორედ აღნიშნულ გამოძიებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






